вторник, 19 марта 2013 г.

ელენე ახვლედიანის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი



გიორგი ჩაფიძე






ელენე ახვლედიანის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი


სახლ-მუზეუმი დაფუძნდა ცნობილი ქართველი მხატვრის - ელენე ახვლედიანის ბინა-სახელოსნოს ბაზაზე.   1976 წელს.   მხატვარი წლების მანძილზე სწავლობდა იტალიასა და საფრანგეთში, სადაც  ხშირად  აწყობდა გამოფენებს  და ფრანგ  მხატვრებში  დიდ ინტერესს იწვევდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ელენე ახვლედიანის ბინა-სახელოსნო ხელოვნების თავისებურ სალონად იქცა, სადაც იმართებოდა პოეზიის საღამოები, კონცერტები. სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ფერწერული ტილოები (ძირითადად საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები), გრაფიკული და სცენოგრაფიული ნამუშევრები; აგრეთვე მის მიერვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული  დეკორატიული ნივთები - XIX-XX სს-ის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
 მუზეუმში დაცულია 3292 ექსპონატი.